ადგილობრივ ბაზარზე საწვავის გაიაფების ტენდენცია შეინიშნება. ამ დროისთვის არაბრენდირებულ სადგურებსა და ბრენდირებულებშიც საწვავის ფასმა გარკვეული კორექტირება განიცადა. საფასო სხვაობა ბოლო 10 დღეში 5-დან 10 თეთრის ფარგლებშია. ამ პროცესს წინ უძღოდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ნავთობის იმპორტიორი კომპანიების კრიტიკა.
ლევან დავითაშვილის განცხადებით, საწვავზე ფასები მკვეთრად შემცირდება, რაზეც საწვავის მომწოდებლებთან და რეალიზატორებთან შეთანხმება მიღწეულია.
ამასთან, პრემიერის განცხადებით, კონკურენციის სააგენტოს მიერ მოკვლევის დასრულების პარალელურად, სამინისტროების მიერ უნდა შეიქმნას სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც ქვეყანაში საწვავის ფასს შეისწავლის.