2023 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ მილიარდ 462 მლნ დოლარს მიაღწია, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 29.1 პროცენტით მეტია. ამის შესახებ ინფორმაციას "საქსტატი" ავრცელებს. მათივე ცნობით, აქედან ექსპორტი 459 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს.
ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 83.6 პროცენტი შეადგინა.
საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა. პირველ ადგილზეა რუსეთი, შემდეგ მოდის სომხეთი, მესამე პოზიციაზე კი აზერბაიჯანია. საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა, შემდეგ მოდის სპილენძის მადნები და კონცენტრატები, ხოლო მესამე ადგილზე ფეროშენადნობებია.
ხოლო უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2023 წლის იანვარში წარმოდგენილი იყო ნავთობის აირების და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადების სახით, რომლის იმპორტმა 92 აშშ დოლარს გადააჭარბა. მეორე ადგილს იკავებდა მსუბუქი ავტომობილები, ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები.