გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე - საშინელ სისუსტეს გრძნობს, სტკივა სახსრები - წონის კლების გამო, შეიძლება ნებისმიერ მომენტში გული გაჩერდეს - Palitra News

გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე - საშინელ სისუსტეს გრძნობს, სტკივა სახსრები - წონის კლების გამო, შეიძლება ნებისმიერ მომენტში გული გაჩერდეს

2023-02-20 12:55:02+04:00

დღეს აწონეს და თქვა, რომ 1 კილო კიდევ დავიკელიო - წონის კლების გამო შეიძლება ნებისმიერ მომენტში გაჩერდეს გული, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ „ვივამედში“ განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს კვლავ სახსრების ტკივილი აქვს.

„დღეს აწონეს და თქვა, რომ 1 კილო კიდევ დავიკელიო. საშინელი სისუსტე აქვს და სახსრების ტკივილი. წონის კლების გამო შეიძლება ნებისმიერ მომენტში გაჩერდეს გული“, - აღნიშნავს ალასანია.