თურქეთ-სირიის საზღვარზე მომხდარ მიწისძვრას ამ დროისთვის არსებული მონაცემებით 46 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, აქედან 41 000 თუქეთში. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები თურქეთის 10 პროვინციაში მიმდინარეობდა, თურქეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 8 პროვინციაში სამუშაოები დასრულებულია.
თურქული მედიის ცნობით, 6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრის შემდეგ ქვეყანაში 6 210-ზე მეტი მიწისქვეშა ბიძგი დაფიქსირდა. ამავე ცნობის თანახმად, სტიქიის ზონაში 216 166 კარავი დაიდგა, რომელთა მიწოდება თურქეთის შესაბამისმა უწყებებმა, ასევე უცხო ქვეყნებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა უზრუნველყვეს.