ამერიკელი სენატორები თბილისში დღეიდან ოფიციალურ შეხვედრებს იწყებენ. მანამდე ჯინ შაჰინი და დიკ დურბინი ამერიკის ელჩთან, კელი დეგნანთან ერთად პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრეს, მათ შორის, საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე, ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების საკითხებსა და საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ მიერ შემუშავებულ "უცხოური აგენტების" შესახებ კანონზე.
რა იქნება ოფიციალური შეხვედრების განხილვის მთავარი საკითხი დღეს და როგორია პოლიტიკოსთა მოლოდინები?