ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტი მოსკოვში რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის პირველ მოადგილეს შეხვდა. განხილული იყო „უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხები“. ასლან ბჟანიას დაგეგმილი აქვს შეხვედრები რუსეთის სხვა ოფიციალურ პირებთანაც, თუმცა ვისთან დაკონკრეტებული არ არის.