კომუნიკაციების კომისია, გაეროს ბავშვთა ფონდის დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, "მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების" პროექტს ახორციელებს, რომელიც მიზნად საქართველოს ყველა რეგიონიდან 500 მასწავლებლის გადამზადებას ისახავს.
მედია აკადემიაში სემინარი იმ ტრენერებს ჩაუტარდათ, რომლებიც მომავალში პედაგოგებს გადაამზადებენ.
შეხვედრა მედიაწიგნიერების ექსპერტმა, ნატალია ინგოროყვამ ჩაატარა და ტრენერებს ინფორმაცია აღნიშნული პროექტის საკითხებსა და მათ სწორად სწავლებაზე მიაწოდა.