მმართველი პარტიის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის“ სამოქმედო გეგმას პერსპექტივა არ გააჩნია, რადგან ისინი დაშლის პირად არიან მისულები. მათივე შეფასებით, ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში ინტელექტუალური გაღარიბებაა , რასაც ის ფაქტიც ადასტურებს, რომ პარტიის ახალმა ხელმძღვანელობამ მთავარი ფსონი ქუჩის რადიკალურ აქციებზე დადო.