ვოლტის კურიერებმა კომპანიის მთავარ ოფისთან მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართეს. კურიერები ღირსეულ სამუშაო პირობებსა და ანაზღაურების მატებას ითხოვენ. საპროტესტო მოძრაობა "სამართალი კურიერებისთვის" ითხოვს, შეწყდეს ადამიანების ანტიკონსტიტუციური დევნა და კომპანიის მხრიდან მათი დეჰუმანიზაცია. მათი თქმით, მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე პროტესტი გაგრძელდება.