საქართველოს პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლას ოპოზიცია ეხმაურება. მათი შეფასებით, ღარიბაშვილის გზავნილები კიდევ ერთი დასტურია, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებამ ევროპულ სტრუქტრურებს ზურგი აქცია. გარდა ამისა, ოპოზიციიის წევრები ღარიბაშვილის იმ განცხადებასაც გამოეხმაურნენ სადაც ის უკრაინის ომზე საუბრობს. ხელისუფლების ოპონენტები დარწმუნებული არიან, რომ ქართული ოცნება საკუთარი ქმედებებით ანტიდასავლურ და პრორუსულ რიტორიკას ყოველდღიურად აღრმავებს.