ქართველი ძიუდოისტი ბექა ღვინიაშვილი თელ-ავივის "გრანდ სლემის" ჩემპიონია. -90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე სპორტსმენმა ფინალურ შეხვედრაში უნგრელი კრისტიან ტოთი იპონით დაამარცხა.
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა თელ-ავივის "გრანდ სლემზე" ასპარეზობა ორი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედლით დაამთავრა.
საქართველოს ნაკრებმა, რომელიც ტურნირზე ექვსი ძიუდოისტით იყო წარდგენილი, გამოსვლა ორი ოქროს (66კგ ვაჟა მარგველაშვილი და 90კგ ბექა ღვინიაშვილი და 1 ბრინჯაოს მედლით (66კგ ლაშა ნადირაძე) დაასრულა.