უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ქვეყნის ხელისუფლება ყოველდღიურად ცდილობს, გააძლიეროს უკრაინის საერთაშორისო პოზიციები და გაზარდოს ზეწოლა რუსეთზე.
„ჩვენ ყოველ დღეს და ყოველ კვირას ვიყენებთ იმისთვის, რომ გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვა ფრონტზე, გავაძლიეროთ ჩვენი საერთაშორისო პოზიციები, გავზარდოთ ზეწოლა რუსეთზე და მივცეთ ჩვენს ხალხს ახალი შესაძლებლობები გადალახოს ეს რთული პერიოდი“, - წერს ზელენსკი „ფეისბუქში“.