ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში მსოფლიო ჩემპიონატი ოფიციალურად გაიხსნა, რომელიც 5 მარტის ჩათვლით ბაკურიანში იმართება და შეჯიბრებაში 42 ქვეყნის 700 სპორტსმენი მონაწილეობს. ბაკურიანში შეკრებილ სპორტსმენებსა და სტუმრებს სიტყვით ქართული ოცნების ლიდერებმა მიმართეს. როგორც კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა თქვა, საქართველო ჩემპიონატს ისტორიაში პირველად მასპინძლობს, რაც წულუკიანის შეფასებით, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის მხრიდან ქვეყნისა და ხალხისთვის გამოცხადებული ნდობაა. ეკონომიკისა მინისტრმა კი აღნიშნა, რომ ბაკურიანში მოწყობილი ინფრასტრუქტურა წლების განმავლობაში საქართველო საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის კალენდრის ნაწილი იქნება.