რომან გოცირიძემ “ნაციონალური მოძრაობა” დატოვა - ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, თუმცა მედიასთან კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. გოცირიძის მიერ პარტიის დატოვებას “ნაციონალურ მოძრაობაში” ეხმაურებიან. ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ნაწილს ზუსტ მიზეზებზე საუბარი უჭირს, თუმცა მეორე ნაწილი რომან გოცირიძის წასვლას საპარლამენტო საქმიანობას უკავშირებს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გოცირიძემ პარტია აზრთა სხვადასხვაობის გამო დატოვა.