ბრიუს უილისს დემენციის დიაგნოზი დაუსვეს - Palitra News

ბრიუს უილისს დემენციის დიაგნოზი დაუსვეს

2023-02-18 14:39:07+04:00

"შვებაა ის, რომ საბოლოოდ ვიცით ზუსტი დიაგნოზი" - ჰოლივუდის მსახიობის ოჯახის წევრების განცხადებით, 67 წლის ბრიუს უილისს ფრონტოტემპორალური დემენცია აქვს.

2022 წლის მარტში უილისმა, ავადმყოფობის გამო კინოინდუსტრია დატოვა.

ბრიუს უილისის კარიერა 1980-იან წლებში დაიწყო. მან ისეთ პოპულარულ ფილმებში ითამაშა, როგორიცაა: "კერკეტი კაკალი", "მეხუთე ელემენტი", "არმაგედონი" და მრავალი სხვა.