ცირკულარული ეკონომიკის განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, შვედეთის სამეფოს ელჩის მოადგილესთან ერთად განიხილა. აღინიშნა, რომ შვედეთის მხარესთან კოორდინაციით შემუშავდება ახალი სტრატეგია. როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, ქვეყანაში მწვანე ეკონომიკის განვითარების ხელშესაწყობად მნიშვნელოვანია სწორედ ცირკულარული ეკონომიკის სტრატეგიის შემუშავება, ასევე კერძო სექტორის გაძლიერება. საუბარი შეეხო ქვეყანაში ნარჩენების გადამმუშავებელი საწარმოების შექმნისა და განვითარების მნიშვნელობის საკითხებს.