რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან ერთი წლის შემდეგ, 24 თებერვალს დედაქალაქის მთავარ გამზირზე, მოქალაქეები ომში მყოფ უკრაინასა და უკრაინელებს მხარდაჭერას კიდევ ერთხელ გამოუცხადებენ. სოლიდარობის აქციაზე შეკრებილები გამოხატავენ ქართველი ხალხის ურყევ პოზიციას, რომ ევროპა ჩვენი საქართველოს ერთადერთი და უალტერნატივო არჩევანია. აქციას მსვლელობით შეუერთდებიან სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები. ასევე ოპოზიციური ძალების ლიდერები, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები.