სხვადასხვა ქვეყნის 40 ორგანიზაცია საქართველოს პარლამენტს მიმართავს „უცხოური აგენტების” შესახებ კანონპროექტი არ მიიღოს. ინფორმაციას ამის შესახებ ნიდერლანდების ჰელსინკის კომისია აქვეყნებს. მიმართვის თანახმად, აღნიშნული კანონპროექტი ავტორიტარული სახელმწიფოების პრაქტიკას იმეორებს და საფრთხეს უქმნის ქვეყანაში დემოკრატიას, ასევე სამოქალაქო საზოგადოებას. მსგავს შენიშვნებზე უკვე დიდი ხანია საუბრობს ოპოზიცია საქართველოშიც. ისინი თვლიან, მოძრაობა „ხალხის ძალის“ მიერ დააინიცირებული კანონპროექტის მიზანი არასამთავრობო სექტორის კონტროლია, რაც საბოლოოდ ხელს ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას შეუშლის. ქართული ოცნებიდან წასული დეპუტატების ინიციატივა უცხოური დაფინანსებით მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების გამოვლენას ეხება.