"ხალხის ძალის" მიერ ინიცირებულ კანონპროექტს საერთაშორისო საზოგადოება ისევ მწვავედ აკრიტიკებს. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესპიკერის შემდეგ ინიციატივა მიუღებელი აღმოჩნდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისთვისაც. მოძრაობა "ხალხის ძალა" საერთაშორისო კრიტიკის საპასუხოდ მზადაა უკვე დაინიცირებულ პროექტში ცვლილებები შეიტანოს და ამერიკული კანონი ერთი-ერთში გადმოაკოპიროს.