უკრაინის ოფიციალური პირების ინფორმაციით, შავი ზღვის პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მომავალი კვირიდან განახლდება.
მედიის ინფორმაციით, მოლაპარაკებებში ჩართული იქნება გაერთიანებული ერების ორგანიზაციაც, რომელმაც გასულ წელს მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით რუსეთ-უკრაინას შორის გამართული მოლაპარაკებების დროს მედიატორის ფუნქცია შეასრულა.
უკრაინელი მაღალჩინოსნების განცხადებით, რუსეთი ყველანაირად ცდილობს უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტი შეაფერხოს, რაც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში შიმშილობას იწვევს.
ექსპორტთან დაკავშირებით რუსეთ-უკრაინას შორის ბოლო შეთანხმება გასული წლის ნოემბერში შედგა, სადაც მხარეებმა მომდევნო 4 თვის სამოქმედო გეგმა შეადგინეს.