აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნის განცხადებები ყირიმზე უკრაინის დარტყმების მხარდაჭერის შესახებ აშკარა დადასტურებაა იმისა, რომ აშშ უშუალოდ არის ჩართული კონფლიქტში, - ამის შესახებ აშშ-ში რუსეთის საელჩოს პრესსპიკერმა, იგორ გირენკომ განაცხადა.
„სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნის განცხადებები უკრაინის შეიარაღებული ძალების ყირიმზე თავდასხმების მხარდაჭერის შესახებ არის რუსეთის პოზიციის ნათელი დადასტურება, რომ შეერთებული შტატები უშუალოდ არის ჩართული კონფლიქტში. ოფიციალურმა პირმა აღიარა, რომ ადმინისტრაცია ამწვავებს კიევის რეჟიმის ამბიციებს, თავს დაესხას ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა იგორ გირენკომ.
მისი თქმით, ვაშინგტონი კიევს მხარს უჭერს კონკრეტული ქმედებებითაც.
„ეს არ არის მხოლოდ ვაშინგტონის რიტორიკა, არამედ კონკრეტული ქმედებები. შეერთებული შტატები აქტიურად ამარაგებს კიევს თანამედროვე სისტემებით, რომლებიც გამოიყენება რუსეთის რეგიონების წინააღმდეგ ცეცხლის გახსნისთვის“, - აღნიშნა საელჩოს წარმომადგენელმა.
ცნობისათვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ, ვიქტორია ნულანდმა განაცხადა, რომ ყირიმში მდებარე სამხედრო ბაზები უკრაინის ლეგიტიმური სამიზნეა.