ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლებში თოვლის საფარი სამ მეტრს აჭარბებს. მოსახლეობის ინფორმაციით, საავტომობილო მოძრაობა სოფლების მიმართულებით ჩაკეტილია. მათი თქმით, კურორტ გოდერძის მიმართულებით განსაკუთრებული პრობლემებია, უხვი ნალექის გამო გადაადგილება აკრძალულია.
შუახევის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლები კი ამბობენ, რომ თოვლმა ელექტროსადენები დააზიანა, რის გამოც რამდენიმე სოფელში დენის მიწოდება შეწყვეტილია.
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, უწყება საგანგებო რეჟიმში მუშაობს.