საქართველოში, საერთაშორისო ვაჭრობისა და ინვესტიციების კვლევითი ინსტიტუტის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება საქართველოს ფინანსთა მინისტრმა გახსნა. ღონისძიებაზე საერთაშორისო ექსპერტები პრეზენტაციით წარსდგნენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა - საერთაშორისო ვაჭრობა, საქართველოს საექსპორტო პოტენციალი, სატრანზიტო ლოგისტიკური გამოწვევები და შესაძლებლობები, მათ შორის ანაკლიის პორტის პოტენციალი და პოტენციური მომიჯნავე ინფრასტრუქტურული და ლოგისტიკური საინვესტიციო პროექტები.
საუბარი ასევე შეეხო კრიპტოვალუტის საერთაშორისო გამოცდილებას საქართველოში ადაპტაციის კუთხით, განახლებადი ენერგიის რესურსები და პერსპექტივები, ალტერნატიული ფინანსური წყაროებისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.
თემაზე "ბიზნეს პალიტრას" სტუმრები არიან საერთაშორისო ვაჭრობისა და ინვესტიციების კვლევითი ინსტიტუტის პრეზიდენტი თამარ კერძაია და აზიისა და სპასეთის ყურის ქვეყნების ბიზნეს პალატის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი სულაბერიძე