საქართველოში მსესხებლების 11,6%-ს ვადაგადაცილება უფიქსირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი კრედიტს ვერ იხდიან. „კრედიტინფოს“ 2023 წლის იანვრის სტატისტიკის მიხედვით, 30 დღიდან 3 წლამდე ვადაგადაცილება, 224 ათასზე მეტ მსესხებელს უფიქსირდება, კონტრაქტების რაოდენობა კი 451 168 -ს შეადგენს. საერთო ჯამში, იანვრის მდგომარეობით საქართველოში საფინანსო სექტორის ვალი მილიონ 929 ათას 349 ადამიანს აქვს.
აღსანიშნია, რომ მსესხებლების 84-თ პროცნტზე მეტი საბანკო სექტორზე მოდის.