აშშ-ის თავდაცვის მინისტრის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, შეერთებული შტატების მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, დაიცვას ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი და შეინარჩუნოს თავისი სამხედრო ყოფნა რეგიონში.
„მინდა, დღეს ესტონელ ხალხს გარკვევით ვუთხრა ერთი რამ - შეერთებული შტატები ჩვენი ბალტიისპირელი მოკავშირეების თავისუფლებისა და სუვერენიტეტის მიმართ ურყევად გააგრძელებს“, - განაცხადა ოსტინმა ტალინში გამართულ ბრიფინგზე.
პენტაგონის ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს მუშაობას ბალტიის ქვეყნებთან, რათა გააძლიეროს რეგიონში საერთო უსაფრთხოებისთვის ნებისმიერი საფრთხის შეკავება.
ლოიდ ოსტინის თქმით, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ადრე გამოაცხადა გადაწყვეტილება ბალტიის ქვეყნებში ამერიკული სამხედრო ყოფნის გაძლიერების შესახებ. ამ კონტექსტში მან აღნიშნა, რომ ესტონეთში უკვე განლაგებულია HIMARS-ის დამატებითი ოცეული და მოტორიზებული ქვეითი ასეული, რომლებიც ქვეყნის თავდაცვის ძალებთან ერთად ესტონეთისა და ნატო-ს თავსებადობისა და უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით ერთობლივ წვრთნებს ატარებენ.