საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა საბერძნეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საბერძნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან კატერინა საკელაროპოულოსთან შეხვედრა გამართა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრმა ბერძნულ მხარეს მადლობა გადაუხადა გულთბილი მიღებისთვის და ხაზი გაუსვა მსგავსი ტიპის მაღალი დონის ვიზიტებისა და შეხვედრების ურთიერთგაცვლის მნიშვნელობას ორი ქვეყნის ისტორიული მეგობრობის კიდევ უფრო განსამტკიცებლად.