დღეს პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრს ზურაბ აზარაშვილს მოუსმენენ. აზარაშვილი ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზეა მიწვეული. მინისტრი კომიტეტის წევრებს სამინისტროს 2022 წელს განხორციელებული საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ მიაწოდებს ინფორმაციას.