„დარწმუნებული ვარ, რომ თავისუფალი სამყარო არ უღალატებს ღირებულებებს, რომ უკრაინა მტერთან მარტო არ დარჩება“ - ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნორვეგიის პარლამენტს მიმართა. საკუთარ სიტყვაში უკრაინის პრეზიდენტი, საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობას ხაზს უსვამს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა საკუთარ პრინციპებს არ ღალატობს და ბრძოლა სრული თავისუფლების მოპოვებამდე გაგრძელდება.