ე.წ.ი წვრთნების საქმეზე თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის სააპელაციო სარჩელის განხილვა 27 თებერვალს გაგრძელდება. სასამართლო პროცესზე, თავდაცვის სამინისტრომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების ძალაში დატოვება მოითხოვა. თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მიერ ცალსახადაა მითითებული, რომ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დავით კეზერაშვილმა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხის გაფლანგა.