მოძრაობა ხალხის ძალა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის კრიტიკული განცხადების შინაარსს არ იზიარებს. დეპარტამენტის პრესპიკერი, ნედ პრაისი პირდაპირ აცხადებს, რომ უცხოური გავლენის აგენტებზე შემუშავებული პროექტი ქვეყანას ევროპული ინტეგრაციისგან დააშორებს. მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, პრაისი საკუთარ განცხადებაში რეალურ არგუმენტებს არ ეყრდნობოდა, ამიტომ მისი პრეტენზიები ამ დრომდე გაუგებარია. ხალხის ძალის მიერ დაინიცირებულ კანონპროექტზე საკუთარი აზრის დაფიქსირებისგან თავს იკავებს ქართული ოცნება. მმართველი პარტიის განცხადებით, პროექტისთვის მხარდაჭერის საკითხს შიდა კონსულტაციების შემდეგ გადაწყვეტენ. რაში მდგომარეობს უცხო ქვეყნის აგენტთა რეესტრის შექმნის იდეა და როგორ უყურებს ინიციატივას ოპოზიცია