„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, ქართველები, რომლებიც მარიუპოლში იბრძოდნენ, ცოცხლები არიან და კვლავ ტყვეობაში რჩებიან.
როგორც ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მისი მიზანია ქართველი ბიჭები მოხვდნენ პრიორიტეტულ სიაში და მალე დასრულდეს მათი ტყვეობა.
„2 ქართველია ტყვედ, რომელიც იბრძოდა მარიუპოლში და იმ დროიდან არის ტყვეობაში. სამწუხაროდ, დღემდე ვერ მოხერხდა ამ ადამიანების გათავისუფლება, თუმცა ვიცით, რომ არიან ცოცხლები. ჩემი კონტაქტებით, ვცდილობ ამ ადამიანების გამოხსნას, ოჯახებთან გვაქვს კონტაქტი, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ და საელჩოსთან აქამდეც მქონდა კომუნიკაცია, დღეს კიდევ ერთხელ გავცვალეთ ინფორმაცია. მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ პრიორიტეტულ გაცვლით სიაში მოხვდნენ ჩვენი ქართველი ბიჭები და რაც შეიძლება სწრაფად დავიხსნათ ტყვეობიდან. სამწუხაროდ, ვერანაირ აქტივობას ვერ ვხედავთ ოფიციალური ხელისუფლების მხრიდან, რომ ეს ადამიანები გათავისუფლდნენ“, - განაცხადა ვაშაძემ.