ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის 13 კომპანია, მსოფლიოს 52 ქვეყნის 3 ათასზე მეტ მწარმოებელთან ერთად, მასშტაბურ გამოფენაში VinExpo Paris მონაწილეობდა.
გამოფენას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში, გოჩა ჯავახიშვილი დაესწრო.