მთავრობა ავტოსადგურების სერტიფიცირებასა და მგზავრთა გადამყვანი ოპერატორებისთვის ახალი სანებართვო პირობების შემოღებას გეგმავს.მიზეზად კი იმას ასახელებს, რომ დღეს სრულად მოხდა სამარშრუტო ქსელის მითვისება ავტოსადგურების მესაკუთრეებისა და სხვა პირების მიერ, რომელთა თანხმობის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია ქვეყნის შიგნით რეგულარულ მარშრუტებზე საქმიანობის განხორციელება. ასევე ხორციელდება სადგურების გვერდის ავლით მგზავრთა კომერციული გადაყვანები. სისტემატური ხასიათი მიიღო მგზავრთა გადაყვანამ ავტოსადგურების ნაცვლად მასობრივი თავშეყრის ადგილებიდან, რის გამოც მკვეთრად გაიზარდა ავტობუსების ქაოსური მოძრაობის ინტენსივობა, იქმნება საცობები, საგრძნობლად გაუარესდა ეკოლოგიური მდგომარეობა და ა.შ.
რას გულისხმობს და მოითხოვს მგზავრთა გადაყვანის ბიზნესით დაკავებული პირებისგან ახალი სანებართვო პირობების შემოღება? - თემაზე სასაუბროდ "პალიტრანიუსისა" და რადიო "პალიტრის" გადაცემა "საქმის" სტუმარია "ორთაჭალის ავტოსადგურის" წარმომადგენელი ტრისტან სულაძე