საქართველომ რუსულ კომპანია Inter Rao-სთან ორი საარბიტრაჟო დავა წააგო. ერთი მხრივ, საუბარია, 76 მილიონ დოლარიან საარბიტრაჟო დავაზე, რომელიც 2017 წლიდან მსოფლიო ბანკთან არსებულ საერთაშორისო საინვესტიციო დავების მოგვარების ცენტრში მიმდინარეობდა, მეორე დავა კი, საქართველომ წააგო სტოკჰოლმის საარბიტრაჟო ტრიბუნალში. საუბარია პარალელურ საინვესტიციო დავაზე Inter Rao-სთან, რომლის ფარგლებშიც ქვეყანას 112 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა.
არსებული განმარტებით, საქართველოს არა ორივეს, არამედ, ერთ-ერთი დავის თანხის გადახდა მოუწევს, რადგან შეკრებითობა არბიტრაჟის შემთხვევაში არ ხდება. მაშინდელი ენერგეირკის მინისტრი და ახლანდელი მერი, კალაძე ამბობს, რომ საქართველოს გაცილებით მეტის გადახდა მოუწევდა, ინტერ რაოს მოთხოვნას რომ დათანხმებულიყო, როცა კომპანია კომპანსაციის სახით 200 მილიონ დოლარს ითხოვდა. ოპოზიცია კი მოითხოვს, რომ გასაჯაროვდეს ის ხელშეკრულება, რომელიც ხელილსუფლებამ ინტერ-რაოსთან გააფორმა, შემდეგ კი ცალმხრივად მოშალა, რაც დავის დაწყების მიზეზი გახდა.
იმის მიუხედავად თუ როგორ განვითარდება მოვლენები 112 მილიონი დოლარის, რაც დაახლოებით 300 მილიონი ლარია, გადახდა არა რომელიმე ჩინოვნიკს, არამედ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს მოუწევს, რომელიც თითოეული ჩვენგანისგან აკრეფილი გადასახადებით ივსება.
თემაზე სასაუბროდ "პალიტრანიუსისა" და რადიო "პალიტრის" გადაცემა "საქმის" სტუმარია იურისტი, კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი