გასულ წელს საქართველოში კვერცხის და რძის წარმოება შემცირდა, ხორცის კი გაიზარდა. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები ცხადყოფს.კერძოდ, საქსტატის ცნობით, 2022 წლის ბოლოს საქართველოში წარმოებული იყო 74 ათას 700 ტონა ხორცი, მაშინ როცა 2021 წლის ბოლოს ეს მაჩვენებელი 72 ათას 600 ტონა იყო.
„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, კვერცხის წარმოება 2022 წელს წინა წელთან შედარებით, 655 მლნ-დან 649 მლნ-მდე შემცირდა; ასევე შემცირებულია რძის წარმოება და თუ 2021 წლის ბოლოს საქართველოში 588 მლნ ლიტრი რძე აწარმოეს, 2022 წელს ეს მაჩვენებელი დაახლოებით 575 მლნ ლიტრი იყო.