იანვარში რუსეთიდან ფულადი გზავნილები 1 096%-ით გაიზარდა. 2023 წლის იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ ჯამურად 445 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 163.5%-ით (276.1 მლნ დოლარით) მეტია 2022 წლის იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ქვეყნებს შორის 60%-იანი წილით პირველ ადგილზე კვლავ რუსეთია - იანვარში ამ ქვეყნიდან 267.6 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც წინა წლის ანალოგური პერიოდის მაჩვენებელზე 1 096%-ით მეტია.
აღსანიშნავია, რომ რუსეთიდან ფულადმა გზავნილებმა 15.8%-ით დაიკლო წინა თვესთან შედარებით - დეკემბერში ნაკადების მოცულობა 317.3 მლნ დოლარი იყო.
2023 წლის პირველ თვეში გადმორიცხვების მიხედვით უმსხვილესი ქვეყნების ათეულში შედიან ასევე: იტალია, ამერიკის შეერთხებული შტატები, საბერძნეთი, ისრაელი, გერმანია, ყაზახეთი და სხვა.