გაერო-ს გენერალური ასამბლეა მომავალ კვირას კენჭს უყრის რეზოლუციის პროექტს, რომელიც ხაზს უსვამს ყოვლისმომცველი, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის უკრაინაში რაც შეიძლება მალე მიღწევის აუცილებლობას.
მედიის ინფორმაციით, კენჭისყრა მომავალ კვირას, გაიმართება. მანამდე კი, ორი დღის განმავლობაში, გენერალური ასამბლეის წევრები ომის დაწყების წლისთავთან დაკავშირებით სიტყვით გამოვლენ.
„ჩვენ ძალიან ფართო მხარდაჭერის იმედი გვაქვს. სასწორზე არა მხოლოდ უკრაინის ბედი დევს, არამედ თითოეული სახელმწიფოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა“, - განაცხადა გაერო-ში ევროკავშირის ელჩმა, ულოფ სკუგმა, რომელმაც გენერალური ასამბლეის რეზოლუციის მომზადებაში მონაწილეობა მიიღო.