თად მაკფადენისა და რატი ანდრონიკაშვილის მურსიამ ჩემპიონთა ლიგის მეორე ჯგუფურ ეტაპზე დარუშაფაქას უმასპინძლა და მეტოქეს 9 ქულით მოუგო - 96:87. რატის მწვრთნელმა პარკეტზე გასვლის უფლება მხოლოდ 3 წამით მისცა, ხოლო მაკფადენმა 23:37 წუთში 26 ქულა ჩააგდო და მურსიას მოაგებინა.
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა ორქულიანი ერთხელ ისროლა და ჩააგდო, მაკფადენმა 10-დან 6 სამქულიანი და 6-დან 6 საჯარიმოც გამოიყენა. გარდა ამისა, მის ანგარიშზე 2 მოხსნა და 1 პასიც იყო.
მურსიამ პირველი ტაიმი 48:49 წააგო და მეოთხე მეოთხედში გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა და გამარჯვებაც იზეიმა. ესპანურ გუნდს 2 მოგება და 1 მარცხი აქვს. ქართველების კლუბი მომდევნო ტურში დარუშაფაქასთან სტუმრად ითამაშებს. შეგახსენებთ, რომ L ჯგუფში ასპარეზობს გიორგი შერმადინის ტენერიფეც, რომელიც სამი მოგებით ლიდერია.