მსოფლიო ბანკის ჯგუფის პრეზიდენტმა, დევიდ მალპასმა მიიღი გადაწყვეტილება, რომ თანამდებობიდან 30 ივნისამდე გადადგეს, - ამის შესახებ ინფორმაციას მსოფლიო ბანკი ავრცელებს.
„მსოფლიო ბანკის ჯგუფის პრეზიდენტმა, დევიდ მალპასმა დღეს აცნობა აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს, რომ განზრახული აქვს თანამდებობიდან გადადგეს ფისკალური წლის ბოლომდე, 30 ივნისამდე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
დევიდ მალპასს მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის თანამდებობა 4 წელზე მეტია უკავია.