"ბასკომბის ველის საიდუმლოება", ცნობილი ბრიტანელი მწერლის სერ არტურ კონან დოილის დეტექტიური ჟანრის წიგნია.
ის თავდაპირველად სიდნი პეიჯტის ათი ილუსტრაციით The Strand Magazine-ში გამოქვეყნდა, მოგვიანებით კი შეტანილ იქნა მწერლის მოთხრობების კრებულში „შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი“ რომელიც 1892 წლის ოქტომბერში გამოიცა.
წიგნში მოქმედებები ჰერდფორშირის სოფლის დასახლებაში – ბასკომბის ველზე ვითარდება და მოქმედი პირები, იქაურობის ყველაზე დიდი მემამულე მისტერ ჯონ ტერნერი, მისი მეგობარი მისტერ ჩარლზ მაკართი და მათი შვილები არიან. ერთ დღესაც მოხუც ჩარლზ მაკკარტს მოკლულს პოულობენ, მკვლელობის მთავარი ეჭვმიტანილი ნაპოვნია, თუმცა ცნობილ დეტექტივისთვის შერლოკ ჰოლმსისთვის კითხვები: – ვინ არის მკვლელი? რა არის მკვლელობის მოტივი? – ჯერაც აქტუალური და პასუხგაუცემელია.
შერლოკ ჰოლმსი, ართურ კონან დოილის მიერ შექმნილი ლიტერატურული პერსონაჟია, რომელიც დღემდე უდიდესი პოპულარობით სარგებლობს დეტექტიური ჟანრის მოყვარულ ნებისმიერი ასაკის მკითხველში. ავტორმა შერლოკ ჰოლმსზე 4 რომანი და 56 მოთხრობა დაწერა და ყველა მათგანი დეტექტიური ჟანრის კლასიკად იქცა. წიგნში ჰოლმსის თავგადასავალი ძირითადად მოთხრობილია პირველ პირში , დეტექტივის მუდმივი თანამგზავრის , ექიმი უოტსონის მიერ.
ართურ კონან დოილი, 1859 წელს ედინბურგში დაიბადა. კათოლიკურ სკოლებში დაწყებითი და საშუალო განათლების მიღების შემდეგ , 1875-1881 წლებში ედინბურგის უნივერსიტეტში მედიცინის ფაკულტეტზე გააგრძელა სწავლა, თუმცა მისი ექიმად მუშაობის პრაქტიკა ნაკლებად წარმატებული აღმოჩნდა და გადაწყვიტა მთელი დრო მწერლობისთვის დაეთმო.
მისი პირველი ტექსტი მწერალმა 1879 წელს გამოაქვეყნა, ხოლო 1887 წლიდან მის შემოქმედებაში გამოჩნდა შერლოკ ჰოლმსი, რომლის თავგადასავლების წერაც 1905 წლამდე გააგრძელა.მწერალმა მის მიერ შექმნილი გენიალური პერსონაჟის ისტორიის დასრულება 1893 წელს გამოცემულ რომანში, სახელწოდებით „ჰოლმსის უკანასკნელი საქმე“ გადაწყვიტა, სადაც წიგნის მთავარი გმირი, პროფესორ მორიარტთან ბრძოლაში დაეცა, თუმცა მისმა გადაწყვეტილებამ დიდი უკმაყოფილება გამოიწვია მკითხველში და მათი დაჟინებული მოთხოვნით მწერალს მოუწია დეტექტივის გაცოცხლება და თავგადასავლის გაგრძელაბა.
მიუხედავად იმისა, რომ მწერალი განსაკუთრებით ცნობილია შერლოკ ჰოლმსის პერსონაჟით, მას ასევე ეკუთვნის ისტორიული მოთხრობები, სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის წიგნები და რომანები პარანორმალურ მოვლენებზე. მთლიანობაში მისი შემოქმედება მოიცავს 50-ზე მეტ წიგნსა და მრავალრიცხვოვან ნოველებს.
წიგნი ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა 2021 წელს გამომცემლობა "პალიტრა ელის" სერიაში ერთი მოთხრობა და ამ დროიდან ხელმისაწვდომია "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელსა და პალიტრა ელის ვებგვერდზე palitral.ge