საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების პერსპექტივებთან დაკავშირებით პარტია „ლელოს“ წევრებსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა. განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა „ლელოს“ მიერ 12 რეკომენდაციის შესასრულებლად გადადგმული ნაბიჯები იყო. „ლელოს“ მიერ გამართულ შეხვედრაზე უკრაინის , რუმინეთის, ჩეხეთის, ლიტვასი და ბულგარეთის ელჩები იმყოფებოდნენ.