მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებს მოსამართლე გიორგი არევაძის განჩინება ჩაბარდათ. შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, განმარტებაში კიდევ ერთხელ გამოიკვეთა გადაწყვეტილების უკანონობა. ისინი სააპელაციო სასამართლოს სარჩელით უახლოეს დღეებში მიმართავენ. დღეს სააკაშვილი მოინახულა მისმა დედამ, გიული ალასანიამ და მეუფე ნიკოლოზმა. მათი მტკიცებით, სააკაშვილი მომაკვდავი პაციენტია და თუ მას სასიკვდილო განაჩენი არ აქვს გამოტანილი, მაშინ დაუყოვნებლივ საზღვარგარეთ სამკურნალოდ უნდა გადაიყვანონ.