ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტი, ალმაზბეკ ატამბაევი საზღვარგარეთ მკურნალობის მიზნით ციხიდან გაათავისუფლეს.
მედიის ინფორმაციით, ყირგიზეთის უზენაესმა სასამართლომ, ახლად აღმოჩენილი ინფორმაციის მოტივით, ატამბაევის სასჯელი გააუქმა და საქმე ხელახლა განსახილველად, გაგზავნა.
გათავისუფლების დღესვე, ატამბაევს მიენიჭა ნებართვა, მკურნალობის ჩატარების მიზნით ქვეყანა დაეტოვებინა.
ამ დროისთვის უცნობია, სად გეგმავს ალმაზბეკ ატამბაევი წასვლას. ატამბაევი, რომელსაც პრეზიდენტის პოსტი 2011-2017 წლებში ეკავა, 2019 წელს მას შემდეგ დააკავეს, რაც ის თავის მემკვიდრეს, სოორონბაი ჟეენბეკოვს დაუპირისპირდა. ატამბაევს 2020 წელს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ყოფილი პრეზიდენტი საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად აფასებდა.