საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2023 წელს ორ საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.
პირველ ამხანაგურ მატჩს ვილი სანიოლის გუნდი 25 მარტს, მონღოლეთის ნაკრებთან ითამაშებს. ეს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებადე ჩატარებული პირველი შეხვედრა იქნება. 28 მარტს საქართველო ბათუმში ნორვეგიას უმასპინძლებს. 12 ოქტომბერს, ჩვენი გუნდი, აზიის ზონის კიდევ ერთ წარმომადგენელს დაუპირისპირდება. საქართველოს ნაკრების მეტოქე ტაილანდი იქნება. ვილი სანიოლის გუნდი ამჟამად ფიფას რეიტინგში 78-ე ადგილს იკავებს, რაც შეეხება ჩვენ ორ სპარინგ პარტნიორს, ტაილანდი 111-ე პოზიციაზეა, ხოლო მონღოლეთი 183-ე.
საქართველო - მონღოლეთის მატჩი 25 მარტს, ბათუმი არენაზე შედგება. საქართველო - ტაილანდის მატჩის მასპინძელი სტადიონი მოგვიანებით გახდება ცნობილი.