1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6619 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6619 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6670 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0051 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8429 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8550 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0121 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.