ევროპარლამენტში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით 5 ტექსტია დარეგისტრირებული, მათგან 2-ში საუბარი ივანიშვილის გავლენებზე და მის დასანქცირებაზეა. რეზოლუციას ევროპარლამენტარები კენჭს 2 დღეში უყრიან. საბოლოო ტექსტი სწორედ კენჭისყრის შემდეგ გახდება ცნობილი.