საქსტატმა დღეს საგარეო ვაჭრობის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, გასული თვის განმავლობაში საქართველოდან უცხოეთში 459 მილიონი დოლარის საქონელი გავიდა, ეს კი წინა წელთან შედარებით 38.5%-ით მეტია. ასევე გაზრდილია იმპორტიც, რამაც 1 მილიარდი დოლარი შეადგინა. ზრდა წინა წელთან შედარებით 25%-ია.
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში წინასწარია და მასში არაა დეტალურად ჩაშლილი კონკრეტულად რომელი საქონლის იმპორტი და ექსპორტი გაიზარდა იანვრის განმავლობაში. აღნიშნული სტატისტიკა 20 იანვარს გამოქვეყნდება.