საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ბათუმში 560 სტუდენტზე გათვლილი კოლეჯ „ბლექსის“ ახალი სასწავლო კორპუსის მშენებლობა იწყება. მშენებლობის ადგილზე – ბათუმის განათლებისა და მეცნიერების ქალაქში კაფსულის ჩადების ცერემონია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან, აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მაია ხაჯიშვილთან და კოლეჯ „ბლექსის“ დირექტორ გიორგი გოგიტიძესთან ერთად მიიღო.