ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის, ჯონ კირბის განცხადებით, რუსეთი გაზაფხულზე, უკრაინის ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, შეტევის დაწყებას გეგმავს. მისივე თქმით, რუსეთი, ზამთრის პერიოდში, უკრაინელების დასუსტებისა და საკუთარი ძალებისა აღდგენის ტაქტიკით ხელმძღვანელობს. მისივე თქმით აშშ და უკრაინის სხვა პარტნიორი ქვეყნები ზრდიან სამხედრო დახმარებას, რათა უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსების გეგმებს მომზადებული შეხვდნენ.