როგორ შეაფასებს ევროკომისია საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის გარშემო გაწეულ სამუშაოს - ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ რომ ამ დრომდე შეუსრულებელი რჩება საკვანძო საკითხები, მათ შორის პოლარიზაციისა და დეოლიგარქიზაციის შესახებ. პაატა მანჯგალაძის განცხადებით, თუ დარჩენილ დროში ევროინტეგრაციის პროცესში პროგრესი ისევ არ იქნება, ქვეყანა კანდიდატის სტატუსს კიდევ ერთხელ დაკარგავს. უკვე ცნობილია რომ ევროკომისია საქართველოს შესახებ შეფასებას უახლოეს პერიოდში დაიწყებს.